ქართული

Thursday, September 8, 2016

დღე 3, ინტელის ტრენინგი, 7.09.2016

რეფლექსია

ტრენინგი პროექტისთვის საჭირო დოკუმენტების - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ესგ და განახლებული ბლუმის ტაქსონომია, ჩამოტვირთვით დავიწყეთ; შემდეგ შევარჩიეთ ჩვენი პროექტების შესაბამისი უნარ-ჩვევები, სტანდარტები და ინდიკატორების საფუძველზე შევადგინეთ მიზნები ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო დონეების შესაბამისად; ეს ყველაფერი გადავიტანეთ პროექტის გეგმაში.

ტრენერის დამაბნეველ შეკითხვაზე მსჯელობით გადავედით მიმართულების მიმცემ კითხვებზე და ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, მას შემდეგ რაც გაფაციცებით ვწერდით (თურმე ერთსა და იმავე ფურცელში) ერთი და იგივე ტექსტს და ვერ ვწერდით და თან გვიკვირდა რა ხდებაო, ტრენერმა აგვიხსნა ონლაინ კოლაბორაციული თანამშრომლობა. 

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ დაძაბული და პროდუქტული იყო.

No comments:

Post a Comment