ქართული

Monday, September 5, 2016

დღე 2, ინტელის ტრენინგი, 5.09.2016

რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ წინა სატრენინგო მასალის შეჯამებითა და დავალების განხილვით. სათითაოდ დავასახელეთ და მიმოვიხილეთ პროექტების სათაურები და შინაარსი.
ვისაუბრეთ პროექტის საჭიროებაზე და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო რესურსებზე, როგორიცაა პუბლიკაცია, ანუ ბუკლეტი, კედლის გაზეთი, ფლაერი და ა.შ.
ასევე ვისწავლეთ ინტელის სახელმძღვანელოში კონკრეტული ინფორმაციის მოძიების გზები, მოვძებნეთ ბუკლეტისა და გაზეთის შაბლონები, ასევე ავიღეთ ინტელის სახელმძღვანელოდან ნიმუში და მოვარგეთ ჩვენს პროექტებს: ტექსტი და სურათები შევცვალეთ ჩვენთვის სასურველი მასალით.
ამის გარდა ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ სათაურისა და ტექსტის რედაქტირება და ფონის შეცვლა. 
დღევანდელი ტრენინგი ფერადი და სასიამოვნო იყო, ასევე ძალიან საჭირო.

No comments:

Post a Comment