რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ პროექტის შეფასების ჩარჩოს გახსენებით და შემდეგ შეფასების ჩარჩოს თითოეული ეტაპის მეთოდები ჩავშალეთ შეფასების ჩარჩოს განხილვაში. ინტელის სახელმძღვანელომ შესანიშნავი დახმარება გაგვიწია.
შემდეგ ვისუბრეთ, კიდეც ვიკამათეთ და მიმოვიხილეთ საავტორო უფლებები, ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის წესები. ინტერნეტში მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო ვიზუალური მასალა, ავტვირთეთ და მივუთითეთ გამოყენებული მასალის ვებ.გვერდი, URL და სახელწოდება
ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე YOUTUBE-დან. ავტვირთეთ ტრენენრის მიერ წინასწარ ფოსტაზე გამოგზავნილი ინტელის სარეკლამო რგოლი პროექტებზე.
ბოლოს ,,ვიყავით" მასწავლებლები და დავასაქმეთ ,,ტრენენრი-მოსწავლე" ჩვენს პროექტში და შემდეგ, უეცრად ,,გადავიქეცით" ჩვენს მიერ დასაქმებულ მოსწავლეებად და ჩვენივე მითითებებით პროექტის ერთი აქტივობა - პრეზენტაცია შევასრულეთ. POWERPOINT-ში მუშაობა დავასრულეთ და შევინახეთ ჩვენი პროექტის გეგმის ერთერთ ფაილში - მოსწავლის ნიმუში.
მეხუთე დღე გრილი, საინტერესო და წითელ-შავი ბურთით გამხიარულებული გამოვიდა.