ქართული

Monday, July 4, 2016

ცოცხლობენ ტრადიციები? - პროექტი

1
პროექტის სახელწოდება
ცოცხლობენ ტრადიციები?
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
ძველი ტრადიციები თანამედროვე სამყაროში
3
პროექტის აქტუალობა
მოსწავლემ ამ პროექტით უნდა შეაჯამოს ნასწავლი თემა, ჩამოუყალიბდეს ჯგუფური მუშაობის, ტექნიკური, კრეატიული, დროის მენეჯმენტის, ლიდერობის, კომუნიკაციის უნარები, ასევე მასალის დამოუკიდებლად/ჯგუფურად მოძიების, დახარისხების, გაფილტვრისა და გამოყენების უნარები, ამასთან პროექტის ბოლოს უნდა წარადგინოს პრეზენტაცია და უნდა განივითაროს საკუთარი/ერთობლივი პროდუქტის წარდგენის უნარი, ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტისა და შეკითხვებზე პასუხის/დებატების უნარები
4
პროექტის მიზნები
მოსწავლემ სიღრმისეულად დაამუშავოს თემა, შეაჯამოს და წარმოადგინოს პროდუქტი
5
მონაწილეთა ასაკი
10  წლის
6
ვადები/ხანგრძლივობა
7 დღე
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლე ამ პროექტით შეაჯამებს ნასწავლ თემას, ჩამოუყალიბდება ჯგუფური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის უნარები, ასევე მასალის დამოუკიდებლად/ჯგუფურად მოძიება, დახარისხება, გაფილტვრა და გამოყენება, ამასთან პროექტის ბოლოს პრეზენტაციის წარდგენისას განივითარებს საკუთარი/ერთობლივი პროდუქტის წარდგენის უნარს, ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტისა და შეკითხვებზე პასუხის/დებატების უნარებს
8
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, სახატავი ფურცლები, ფანქრები/ფლომასტერები, ფოტოაპარატი (ტელეფონი) სურათების გადასაღებად, კომპიუტერი, ონტერნეტი, MS Powerpoint
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ოთხშაბათი - გვ.74-75 მოცემული სურათები დაათვალიერე და სცადე წერილობით აღწერო ვინ/რა არის სურათზე გამოსახული, რას ხედავ, რა გაიგე.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
ხუთშაბათი - გვ.74-75 მოცემული ტექსტები წაიკითხე და სურათები დაუკავშირე ტექსტებს. სცადე ზეპირად აღწერო კავშირები ტექსტებსა და სურათებს შორის.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
პარასკევი - გვ.74-75 მოცემული ტექსტები/სურათები გააცალკევე, დააჯგუფე მსგავსებებისა და განსხვავებების მიხედვით და წერილობით ახსენი ლოგიკური კავშირები.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
შაბათი - დახატე ინკები, სამის ხალხი, ტიბეტელები ან ბედუინები.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
კვირა - დახატე სვანები, კახელები ან იმერლები, ან შენ რომელიც გსურს და გააკეთე შედარება შენს მიერ დახატულ ინკებთან, სამის ხალხთან, ტიბეტელებთან ან ბედუინებთან წერილობით.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
ორშაბათი - სურათებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით იმსჯელე რა ცვლილება განიცადა უძველესმა ტრადიციებმა დღევანდელ სამყაროში და რატომ.
სამშაბათი - შეაგროვე და დაახარისხე შენი სურათები, ნაწერები თუ არჩევითი დავალებები და გააცანი კლასს შენი ნამუშევარი პრეზენტაციის სახით.
დავალება ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით.

შეფასების რუბრიკა (გვ.126 - სატრენინგო მასალა)

შედეგები/ კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მიწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას

თემის ძირითადი ნაწილის წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია

ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანმიმდევრულია
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული

არგუმენტაცია
არა აქვს არგუმენტები
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი ბევრია და დამაჯერებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით

დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები არალოგიკური  და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ ხდება
ლოგიკური და ორიგინალურია

აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს

პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას




არჩევითი დავალებები:
შეადგინე კროსვორდი მსოფლიო ხალხებზე



დაამუშავე პროექტი ,,ტრადიციები და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“



დაწერე ესე ,,ტრადიციები, რომელთაც დროს გაუძლეს“



შექმენი მარშრუტი ,,მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ხალხების სანახავად“





10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ,/ხელოვნება/ Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თინათინ ბედოშვილი
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
13
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

No comments:

Post a Comment