საგანი: ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი: 4 დონე/5კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
თემა: უდაბნოს ოაზისები. დაკარგული ქალაქი
მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ უდაბნოზე, მიწისქვეშა დაკარგულ ქალაქებზე, უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა და უდაბნოში მოგზაურ ტურისტებზე. შეძლონ ღია ტექსტის ორიგინალური დაბოლოებით დასრულება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები მსჯელობენ უდაბნოზე, მიწისქვეშა დაკარგულ ქალაქებზე, უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა და უდაბნოში მოგზაურ ტურისტებზე. ღია ტექსტს ასრულებენ ორიგინალური დაბოლოებით.
შეფასების ტიპები და მეთოდები: 1.მასწავლებელი აკვირდება ჯგუფებში მოსწავლეთა ჩართულობისა და მუშაობის პროცესს, უზრუნველყოფს წესრიგს და იცავს დროის რეგლამენტს.
დაკვირვების ოქმი (იხ. დანართი №1)
ქცევის წესები გაკვეთილზე (იხ. დანართი №2)
წესები ჯგუფებად მუშაობისას (იხ. დანართი №3)
2.თითოეული ჯგუფი და ყველა მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა: ჰოლისტური შეფასების სქემა (იხ. დანართი №4)
3.ყველაზე აქტიური და წარმატებული მოსწავლეები ფასდებიან მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით.
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: ანალიტიკური შეფასების სქება (იხ. დანართი №5)
საშინაო დავალება: 1.მოსწავლეებმა უნდა დაასრულონ ტექსტი
და დაწერონ 4-5 წინადადება საკუთარი ან მასწავლებლის მიერ დაფაზე ჩამოთვლილი ნიმუშის მიხედვით; ან
2.მოსწავლეებმა უნდა დახატონ დაკარგული ქალაქი და დააწერონ დახატულ საგნებს ინგლისური მნიშვნელობები; ან
3.წიგნის სამუშაო რვეულში შეასრულონ დავალება: გვ.112
-113
მოსწავლის საშინაო დავალების ანალიტიკური შეფასების რუბრიკა (იხ. დანართი №6)
შეფასების საჭიროებათა ცხრილი „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ (იხ. დანართი №7)
2)შეფასების რუბრიკები
დანართი № 1
დაკვირვების ოქმი: დაძლია + ვერ დაძლია -
დანართი
№2
ქცევის წესები გაკვეთილზე:
1. შესვლის ზარის დარეკვისას ვდგავარ მერხთან, მაგიდაზე მიწყვია ყველა საჭირო ნივთი და ველოდები მასწავლებლის შემოსვლას კლასში
2. ვესალმები მასწავლებელს, ვცდილობ ვისაუბრო ინგლისურად
3. არ ვხმაურობ, არ ვჩხუბობ, ხელს არ ვუშლი კლასელებს და მასწავლებელს გაკვეთილზე
4. მორიგე ეხმარება მასწავლებელს ჟურნალში აღრიცხვის გაკეთებაში
5. ვმონაწილეობ მასწავლებლის მიერ დასმული პრობლემის განხილვაში
6. ვუსმენ კლასელების აზრს ბოლომდე და მხოლოდ შემდეგ გამოვთქვამ ჩემს აზრს ხელის აწევით და მასწავლებლის ნებართვით
7. ღირსეულად მივიღებ დამსახურებულ შენიშვნას, გაფრთხილებას თუ საჯარიმო ქულას
8. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვემშვიდობები მასწავლებელს
დანართი
№3
წესები ჯგუფებად მუშაობისას:
1. უხმაუროდ გადავნაწილდებით ჯგუფების მიხედვით
2. ვირჩევთ სპიკერს, ვენდობით სპიკერს, ვირჩევთ ჯგუფის სახელს
3. ყველა გამოვთქვამთ ჩვენს სათქმელს რიგრიგობით
4. ვიცავთ სიჩუმისა და სხვისი მოსმენის წესს
5. სპიკერი ყველა მოსაზრებას ჩამოწერს და ჯგუფის სახელით ლაპარაკობს
6. ინსტრუქციის დარღვევისთვის ჯგუფი იღებს გაფრთხილებას, შენიშვნას, საჯარიმო ქულას
7. ღირსეულად მივიღებ დამსახურებულ შენიშვნას და საჯარიმო ქულას
დანართი №4
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა: ჰოლისტური შეფასების სქემა
დანართი №5
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: ანალიტიკური შეფასების სქემა
დანართი №6
საშინაო დავალების ანალიტიკური შეფასების რუბრიკა
დანართი №7
შეფასების საჭიროებათა ცხრილი "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე"
3)გეგმით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
რადგანაც გაკვეთილის ჩატარების ვადა შეზღუდული მქონდა, დაგეგმვა და ჩატარებაც სპონტანურად განხორციელდა და ბავშვებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, როცა ფურცლების გაკვრა დავიწყე კედელზე.
გავაცანი გაკვეთილზე მოქცევის და ჯგუფში მუშაობის წესები, ასევე შეფასების რუბრიკები, გადავანაწილე ჯგუფები, დავურიგე ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილები და მივხვდი, რომ გეგმით ეს არ მქონდა გათვალისწინებული და დროში ვეღარ ჩავეტეოდი.
თუმცა გამოწვევის ფაზა ძალიან კარგი გამოვიდა, ბავშვებმა ისეთი სიტყვები გაიხსენეს, მეც რომ აღარ მახსოვდა, ჩართული იყო ყველა და სახალისო გამოვიდა. აქტივობის შედეგზეც გავედი.
ასევე საინტერესოდ წავიდა ძირითადი ფაზის პირველი აქტივობა. ბავშვებმა ტექსტი მოისმინეს, ახალი სიტყვები მონიშნეს და სპიკერებმა კი დაფაზე ჩამოწერეს, შემდეგ ადგილები გაცვალეს და მნიშვნელობები ზოგი იცოდნენ და ისე მიუწერეს, ზოგი მიამგვანეს, ზოგი კი კონტექსტით მიხვდნენ, ბოლოს კი
20 ახალი სიტყვიდან დარჩა 3-4 სიტყვა და ეს სიტყვები უკვე ყველამ მოინიშნა და ჩაიწერა მასწავლებლის დახმარებით.
შემდეგ გადავედით ჯგუფებში თემების განხილვაზე და რომ მეგონა 20 წუთი დასჭირდებოდათ ბავშვებს, 12 წუთში დაამთავრეს დავალება, თუმცა რადგანაც ერთი დაფა წინა დღეს ჩამოვარდა, ვეღარ დავაწერინე დაფაზე და პირდაპირ ფურცლებიდან იმსჯელეს. ამ დროს მივხვდი, რომ ზოგიერთი პასიური ბავშვი მსჯელობის მიღმა დარჩა და უკეთესი იქნებოდა სეგმენტური მატრიცა გამომეყენებინა.
დაკვირვების ობიექტი 2 მოსწავლიდან ერთი (მათე საცერაძე) აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის ყველა ფაზაში, თუმცა მეორე (ნიკა დარბაიძე) საწყის ეტაპზე უფრო აქტიურობდა, ვიდრე დანარჩენ ფაზებში და მივხვდი, რომ დიაგრამა მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა და გამბედაობაც არ ეყო, რომ შეკითხვები დაესვა, აუცილებლად უნდა ავუხსნა დიაგრამები და წავახალისო აქტიურობისთვის.
ბოლოს, მოსწავლეებს დავალება დაფაზე დავუწერე და ვთხოვე შეფასების ცხრილების ბოლო გრაფა ,,ვისწავლე“ შეევსოთ და ზარიც დაირეკა.
დასვენებაზე მომიწია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების გაკეთება და აღრიცხვის გაკეთება. ამისთვის გეგმაში თურმე დრო არ გამითვალისწინებია.
ჩემთვის ასევე საინტერესო იყო ბავშვების ჩანაწერების წაკითხვა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტიც იყო და ბავშვები დაიბნენ, თუმცა მაინც მოაბეს თავი და დაწერეს, რომ იცოდნენ სიტყვები, პერსონაჟები, წესიერი და არაწესიერი ზმნები; უნდოდათ ცოდნოდათ მეტი გრამატიკა, მეტი ინგლისური, მეტი სიტყვები და ისწავლეს ტექსტი, ახალი სიტყვები, ჯგუფში მუშაობა და დიაგრამის დახაზვა.
მიუხედავად იმისა, რომ 1
ივნისი იყო და ბევრი ბავშვი გვაკლდა, გაკვეთილი მაინც აქტიური, საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ბავშვებს მოეწონათ და მეც კმაყოფილი ვარ, მართალია ნაკლოვანებები გამოჩნდა რამაც დროის ლიმიტები აურდაურია, მაგრამ შედეგზე მაინც გავედი და ბავშვები მართლაც მსჯელობდნენ უდაბნოზე, დაკარგულ ქალაქებსა და უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა თუ ტურისტებზე.
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებისთვის 3-4 წუთს გავითვალისწინებდი, ასევე მეტ მობილიზებას მოვახდენდი რესურსებზე (მაგალითად ფლიპჩარტები, პროექტორი)
|
Monday, July 4, 2016
ინგლისური 5 კლასი - გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment