ქართული

Tuesday, July 5, 2016

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: ანალიტიკური შეფასების სქემა

ინდიკატორები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ჩართულობა ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
არ მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, თუმცა ხანდახან მონაწილეობს ინდივიდუალურ აქტივობებ
ნაწილობრივ ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
ძირითადად ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
სრულად ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
პრეზენტაცია
არ გააკეთა  პრეზენტაცია
ნაწილობრივ გასაგებია, კითხვებს ვერ პასუხობს
ძირითადად გასაგებია, თუმცა პასუხები არ არის სრულყოფილი
ძირითადად გასაგებია, თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
ეფექტურია, ფლობს აუდიტორიას, იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს, სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა კითხვას

People of the World

ტრენინგები... ტრენინგები...


ზაფხული და ზღვა

ზღვა ძალიან კარგია ზაფხულში, როცა მზე აცხუნებს და ტალღები ლურჯად ლივლივებენ

ინტეგრირებული პროექტი - "THE SELFISH GIANT"- by Oscar Wilde(zestafoni N4 public school)

Monday, July 4, 2016

ცოცხლობენ ტრადიციები? - პროექტი

1
პროექტის სახელწოდება
ცოცხლობენ ტრადიციები?
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
ძველი ტრადიციები თანამედროვე სამყაროში
3
პროექტის აქტუალობა
მოსწავლემ ამ პროექტით უნდა შეაჯამოს ნასწავლი თემა, ჩამოუყალიბდეს ჯგუფური მუშაობის, ტექნიკური, კრეატიული, დროის მენეჯმენტის, ლიდერობის, კომუნიკაციის უნარები, ასევე მასალის დამოუკიდებლად/ჯგუფურად მოძიების, დახარისხების, გაფილტვრისა და გამოყენების უნარები, ამასთან პროექტის ბოლოს უნდა წარადგინოს პრეზენტაცია და უნდა განივითაროს საკუთარი/ერთობლივი პროდუქტის წარდგენის უნარი, ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტისა და შეკითხვებზე პასუხის/დებატების უნარები
4
პროექტის მიზნები
მოსწავლემ სიღრმისეულად დაამუშავოს თემა, შეაჯამოს და წარმოადგინოს პროდუქტი
5
მონაწილეთა ასაკი
10  წლის
6
ვადები/ხანგრძლივობა
7 დღე
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლე ამ პროექტით შეაჯამებს ნასწავლ თემას, ჩამოუყალიბდება ჯგუფური მუშაობის, ლიდერობის, კომუნიკაციის უნარები, ასევე მასალის დამოუკიდებლად/ჯგუფურად მოძიება, დახარისხება, გაფილტვრა და გამოყენება, ამასთან პროექტის ბოლოს პრეზენტაციის წარდგენისას განივითარებს საკუთარი/ერთობლივი პროდუქტის წარდგენის უნარს, ლოგიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, აუდიტორიასთან კონტაქტისა და შეკითხვებზე პასუხის/დებატების უნარებს
8
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, სახატავი ფურცლები, ფანქრები/ფლომასტერები, ფოტოაპარატი (ტელეფონი) სურათების გადასაღებად, კომპიუტერი, ონტერნეტი, MS Powerpoint
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
ოთხშაბათი - გვ.74-75 მოცემული სურათები დაათვალიერე და სცადე წერილობით აღწერო ვინ/რა არის სურათზე გამოსახული, რას ხედავ, რა გაიგე.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
ხუთშაბათი - გვ.74-75 მოცემული ტექსტები წაიკითხე და სურათები დაუკავშირე ტექსტებს. სცადე ზეპირად აღწერო კავშირები ტექსტებსა და სურათებს შორის.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
პარასკევი - გვ.74-75 მოცემული ტექსტები/სურათები გააცალკევე, დააჯგუფე მსგავსებებისა და განსხვავებების მიხედვით და წერილობით ახსენი ლოგიკური კავშირები.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
შაბათი - დახატე ინკები, სამის ხალხი, ტიბეტელები ან ბედუინები.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
კვირა - დახატე სვანები, კახელები ან იმერლები, ან შენ რომელიც გსურს და გააკეთე შედარება შენს მიერ დახატულ ინკებთან, სამის ხალხთან, ტიბეტელებთან ან ბედუინებთან წერილობით.
დავალება შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
ორშაბათი - სურათებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით იმსჯელე რა ცვლილება განიცადა უძველესმა ტრადიციებმა დღევანდელ სამყაროში და რატომ.
სამშაბათი - შეაგროვე და დაახარისხე შენი სურათები, ნაწერები თუ არჩევითი დავალებები და გააცანი კლასს შენი ნამუშევარი პრეზენტაციის სახით.
დავალება ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით.

შეფასების რუბრიკა (გვ.126 - სატრენინგო მასალა)

შედეგები/ კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მიწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას

თემის ძირითადი ნაწილის წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია

ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანმიმდევრულია
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული

არგუმენტაცია
არა აქვს არგუმენტები
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი ბევრია და დამაჯერებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით

დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები არალოგიკური  და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ ხდება
ლოგიკური და ორიგინალურია

აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს

პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას




არჩევითი დავალებები:
შეადგინე კროსვორდი მსოფლიო ხალხებზე



დაამუშავე პროექტი ,,ტრადიციები და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები“



დაწერე ესე ,,ტრადიციები, რომელთაც დროს გაუძლეს“



შექმენი მარშრუტი ,,მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ხალხების სანახავად“





10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ,/ხელოვნება/ Iუცხ.დაწყ.(II).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თინათინ ბედოშვილი
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
13
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი

A desert oasis - presentation

ინგლისური 5 კლასი - გაკვეთილის გეგმა

საგანი: ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი: 4 დონე/5კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
თემა: უდაბნოს ოაზისები. დაკარგული ქალაქი
მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ უდაბნოზე, მიწისქვეშა დაკარგულ ქალაქებზე, უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა და უდაბნოში მოგზაურ ტურისტებზე. შეძლონ ღია ტექსტის ორიგინალური დაბოლოებით დასრულება
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თოთოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
გამოწვევა: მასწავლებელი სვამს კითხვას წინარე ცოდნის გასააქტიურებლად
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
2 წთ.
მოსწავლეები წინარე ცოდნას გაიხსენებენ
2

ძირითადი ფაზა: 1.მოსწავლეები ისმენენ ახალ ტექსტს და მონიშნავენ ახალ სიტყვებს

2.ჯგუფების სპიკერები გამოდიან დაფასთან, წერენ თავისი ჯგუფის მიერ მონიშნულ უცხო სიტყვებს და (მასწავლებლის დახმარებით) ცდილობენ მიუწერონ სხვა ჯგუფის მიერ ამოწერილ უცხო სიტყვებს მნიშვნელობები

3.მოსწავლეები ეძებენ შეძლებისდაგვარად ბევრ სიტყვას მასწავლებლის მიერ მიცემული 4 სიტყვის: ,,უდაბნო“ ,,ქანდაკება“ ,,მიწისქვეშა ოთახიდა ,, პერსონაჟებიდასახასიათებლად. დასრულებისას სპიკერები გამოდიან დაფასთან და ხატავენ დიაგრამას ,,გონებრივი რუკა

1.ფოკუსირებული კითხვა

2.ცოდნის კონსტრუირება




3.ცოდნის კონსტრუირება, გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენებით მასალის დაჯგუფება

ჯგუფები



ჯგუფები




ჯგუფები

პასტა, ფანქარი, მარკერი, სახელმძღვანელო

პასტა, ფურცელი, ცარცი,. დაფა



პასტა, ფურცელი, ცარცი,. დაფა



10 წთ



5 წთ




20 წთ
1.მოსწავლეები მარკირების მეთოდით სწავლობენ აქტიურ მოსმენას

2.მოსწავლეები კონსტრუქტივისტული მიდგომის ფარგლებში თანდათან აგებენ ცოდნას მასწავლებლის დახმარებით ახალი თემის ირგვლივ

3.მოსწავლეები აკეთებენ თემის შეჯამებას






3
საშინაო დავალება:
ტექსტის დასრულება; ნახატი; სავარჯიშოები
დავალების რვეული, პასტა, ფერადი ფანქრები, სახელმძღვანელოს სამუშაო რვეული
3 წთ
მოსწავლეები ქმნიან ახალ პროდუქტს;
მოსწავლეები ახალ ცოდნას განამტკიცებენ სავარჯიშოებით
4
შეფასება:
შეფასების რუბრუკები და დაკვირვების ოქმი
პასტა, ფურცელი
5 წთ
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, აწარმოებს დაკვირვების ოქმს, პერმანენტულად  აფასებს ჯგუფებს განმავითარებელი შეფასებით და ბოლოს, ყველაზე აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს აფასებს განმსაზღვრელი შეფასებით
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები მსჯელობენ უდაბნოზე, მიწისქვეშა დაკარგულ ქალაქებზე, უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა და უდაბნოში მოგზაურ ტურისტებზე. ღია ტექსტს ასრულებენ ორიგინალური დაბოლოებით.
შეფასების ტიპები და მეთოდები: 1.მასწავლებელი აკვირდება ჯგუფებში მოსწავლეთა ჩართულობისა და მუშაობის პროცესს, უზრუნველყოფს წესრიგს და იცავს დროის რეგლამენტს.
დაკვირვების ოქმი (იხ. დანართი №1)
ქცევის წესები გაკვეთილზე (იხ. დანართი №2)
წესები ჯგუფებად მუშაობისას (იხ. დანართი №3)

2.თითოეული ჯგუფი და ყველა მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა: ჰოლისტური შეფასების სქემა (იხ. დანართი №4)

3.ყველაზე აქტიური და წარმატებული მოსწავლეები ფასდებიან მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით.
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: ანალიტიკური შეფასების სქება (იხ. დანართი №5)

საშინაო დავალება: 1.მოსწავლეებმა უნდა დაასრულონ ტექსტი  და დაწერონ 4-5 წინადადება საკუთარი ან მასწავლებლის მიერ დაფაზე ჩამოთვლილი ნიმუშის მიხედვით; ან
2.მოსწავლეებმა უნდა დახატონ დაკარგული ქალაქი და დააწერონ დახატულ საგნებს ინგლისური მნიშვნელობები; ან
3.წიგნის სამუშაო რვეულში შეასრულონ დავალება: გვ.112 -113

მოსწავლის საშინაო დავალების ანალიტიკური შეფასების რუბრიკა (იხ. დანართი №6)

შეფასების საჭიროებათა ცხრილივიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ (იხ. დანართი №7)

2)შეფასების რუბრიკები
დანართი № 1


დაკვირვების ოქმი: დაძლია +    ვერ დაძლია -

სახელი, გვარი
გონებრ. იერიშში მონაწ.
ფოკუსირ. კითხვაში მონაწილეობ
ცოდნის კონსტრუირ. მონაწილეობ
ტექნიკური უნარების გამოყენება
კრეატიული უნარების გამოყენება
მასალის ანალიზში მონაწილეობა
პასუხის პრეზენტაციაში მონაწილეობა
რეფლექსიის უნარი
კომენტარი
1
მათე საცერაძე
2
ნიკა დარბაიძე



დანართი №2
ქცევის წესები გაკვეთილზე:
1. შესვლის ზარის დარეკვისას ვდგავარ მერხთან, მაგიდაზე მიწყვია ყველა საჭირო ნივთი და ველოდები მასწავლებლის შემოსვლას კლასში
2. ვესალმები მასწავლებელს, ვცდილობ ვისაუბრო ინგლისურად
3. არ ვხმაურობ, არ ვჩხუბობ, ხელს არ ვუშლი კლასელებს და მასწავლებელს გაკვეთილზე
4. მორიგე ეხმარება მასწავლებელს ჟურნალში აღრიცხვის გაკეთებაში
5. ვმონაწილეობ მასწავლებლის მიერ დასმული პრობლემის განხილვაში
6. ვუსმენ  კლასელების აზრს ბოლომდე და მხოლოდ შემდეგ გამოვთქვამ ჩემს აზრს ხელის აწევით და მასწავლებლის ნებართვით
7. ღირსეულად მივიღებ დამსახურებულ შენიშვნას, გაფრთხილებას თუ საჯარიმო ქულას
8. გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვემშვიდობები მასწავლებელს


დანართი №3
წესები ჯგუფებად მუშაობისას:

1. უხმაუროდ გადავნაწილდებით ჯგუფების მიხედვით

2. ვირჩევთ სპიკერს, ვენდობით სპიკერს, ვირჩევთ ჯგუფის სახელს

3. ყველა გამოვთქვამთ ჩვენს სათქმელს რიგრიგობით

4. ვიცავთ სიჩუმისა და სხვისი მოსმენის წესს

5. სპიკერი ყველა მოსაზრებას ჩამოწერს და ჯგუფის სახელით ლაპარაკობს

6. ინსტრუქციის დარღვევისთვის ჯგუფი იღებს გაფრთხილებას, შენიშვნას, საჯარიმო ქულას

7. ღირსეულად მივიღებ დამსახურებულ შენიშვნას და საჯარიმო ქულას


დანართი №4
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა: ჰოლისტური შეფასების სქემა

მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს გონებრივ იერიშში, ფოკუსირებული კითხვისას სრულად აკეთებს სამიზნე სიტყვების მარკირებას, მონაწილეობს ცოდნის კონსტრუირებაში, თავისუფლად ხაზავს დიაგრამებს, შეუძლია ტექსტის ორიგინალურად დასრულება, თავისუფლად ანაწევრებს და ისევ აერთებს ცალკეულ  მონაკვეთებს, ჩამოაყალიბებს სრულფასოვან პასუხს, თავისუფლად შეუძლია მოსწავლის საჭიროებათა ცხრილის შევსება
3
მოსწავლე ნაწილობრივ მონაწილეობს გონებრივ იერიშში, ფოკუსირებული კითხვისას ნაწილობრივ აკეთებს სამიზნე სიტყვების მარკირებას, ნაწილობრივ მონაწილეობს ცოდნის კონსტრუირებაში, თავისუფლად ვერ ხაზავს დიაგრამებს, არასრულყოფილად გამოსდის ტექსტის ორიგინალურად დასრულება, ნაწილობრივ ანაწევრებს და აერთებს ცალკეულ  მონაკვეთებს, ნაწილობრივ აყალიბებს პასუხს, ნაწილობრივ შეუძლია მოსწავლის საჭიროებათა ცხრილის შევსება
2
მოსწავლე თითქმის არ მონაწილეობს გონებრივ იერიშში, ფოკუსირებული კითხვისას თითქმის ვერ ახერხებს სამიზნე სიტყვების მარკირებას, თითქმის არ მონაწილეობს ცოდნის კონსტრუირებაში, უჭირს დიაგრამების დახაზვა, უჭირს ტექსტის ორიგინალურად დასრულება, უჭირს დანაწევრება და ვერ აერთებს ცალკეულ  მონაკვეთებს, უჭირს პასუხის გაცემა, უჭირს მოსწავლის საჭიროებათა ცხრილის შევსება
1
მოსწავლე არ მონაწილეობს გონებრივ იერიშში, ვერ ახერხებს ფოკუსირებული კითხვისას სამიზნე სიტყვების მარკირებას, არ მონაწილეობს ცოდნის კონტრუირებაში, ვერ ხაზავს დიაგრამებს, არ მონაწილეობს ჯგუფურ განხილვებში, არ შეუძლია პასუხის პრეზენტაცია, ვერ ახერხებს მოსწავლის საჭიროებათა ცხრილის შევსებას
0







დანართი №5
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა: ანალიტიკური შეფასების სქემა

ინდიკატორები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ჩართულობა ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
არ მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, თუმცა ხანდახან მონაწილეობს ინდივიდუალურ აქტივობებ
ნაწილობრივ ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
ძირითადად ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
სრულად ჩართულია ჯგუფურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
აქტიურობა ცოდნის კონსტრუირებაში
არ მონაწილეობს ცოდნის კონსტრუირებაში
ცდილობს იაქტიუროს ცოდნის კონსტრუირებაში
ნაწილობრივ აქტიურობს ცოდნის კონსტრუირებაში
ძირითადად აქტიურობს ცოდნის კონსტრუირებაში
აქტიურობს ცოდნის კონსტრუირებაში
ტექნიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარები
არ აქვს ტექნიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარები განვითარებული
აქვს განვითარებული ტექნიკური უნარები, თუმცა არ აქვს ანალიტიკური და კრეატიული უნარები
ნაწილობრივ აქვს განვითარებული ტექნიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარები
აქვს განვითარებული ტექნიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარები
სრულად აქვს განვითარებული ტექნიკური, ანალიტიკური და კრეატიული უნარები




დანართი №6
საშინაო დავალების ანალიტიკური შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
თხზულების შინაარსი, ლექსიკა, მართლწერა. გრამატიკულად გამართული
თხზულება შინაარსით არ პასუხობს დავალებას
თხზულება შინაარსით პასუხობს დავალებას, ლექსიკა მწირია, მართლწერა უმეტესად შეცდომებით, გრამატიკულად გაუმართავი
თხზულება შინაარსით პასუხობს დავალებას, ლექსიკა ღარიბია, მართლწერა შეცდომებით, გრამატიკულად ნაწილობრივ გამართული
თხზულება შინაარსით პასუხობს დავალებას, ლექსიკა ღარიბია, მართლწერა შეცდომებით, გრამატიკულად ძირითადად გამართული
თხზულება შინაარსით პასუხობს დავალებას, ლექსიკა მდიდარია, მართლწერა მინიმალური შეცდომებით, გრამატიკულად გამართული
ნახატის შინაარსი, სამიზნე სიტყვები და ინგლისური მნიშვნელობები
ნახატი შინაარსით არ პასუხობს დავალებას
ნახატი შინაარსით პასუხობს დავალებას, დახატულია ძალიან ცოტა სამიზნე სიტყვა და არ აწერია ინგლისური მნიშვნელობა
ნახატი შინაარსით პასუხობს დავალებას, დახატულია თითქმის ყველა სამიზნე სიტყვა და აწერია ინგლისური მნიშვნელობა
ნახატი შინაარსით პასუხობს დავალებას, დახატულია თითქმის ყველა სამიზნე სიტყვა და აწერია ინგლისური მნიშვნელობა
ნახატი შინაარსით პასუხობს დავალებას, დახატულია ყველა სამიზნე სიტყვა და აწერია ინგლისური მნიშვნელობა
წიგნის სამუშაო რვეულში დავალება: გვ.112 სავ.1,2
დავალება შესრულებულია არასრულყოფილად მრავალი შეცდომებით
დავალება შესრულებულია არასრულყოფილად მცირე შეცდომებით
დავალება შესრულებულია სრულყოფილად მრავალი შეცდომებით
დავალება შესრულებულია სრულყოფილად მცირე შეცდომებით
დავალება შესრულებულია სრულყოფილად უშეცდომოდ






დანართი №7

შეფასების საჭიროებათა ცხრილი "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე"


ვიცი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე
1

სოლოშვილი ნიკა
2

მჭედლიძე ნიკოლოზ
3

გელაშვილი მირანდა
4

ბრეგვაძე თაკო
5

ხიხაძე მურმანი
6

ბლიაძე დავით
7

ალავიძე საბა


3)გეგმით ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
რადგანაც გაკვეთილის ჩატარების ვადა შეზღუდული მქონდა, დაგეგმვა და ჩატარებაც სპონტანურად განხორციელდა და ბავშვებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, როცა ფურცლების გაკვრა დავიწყე კედელზე.

გავაცანი გაკვეთილზე მოქცევის და ჯგუფში მუშაობის წესები, ასევე შეფასების რუბრიკები, გადავანაწილე ჯგუფები, დავურიგე ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლეცხრილები და მივხვდი, რომ გეგმით ეს არ მქონდა გათვალისწინებული და დროში ვეღარ ჩავეტეოდი.
თუმცა გამოწვევის ფაზა ძალიან კარგი გამოვიდა, ბავშვებმა ისეთი სიტყვები გაიხსენეს, მეც რომ აღარ მახსოვდა, ჩართული იყო ყველა და სახალისო გამოვიდა. აქტივობის შედეგზეც გავედი.
ასევე საინტერესოდ წავიდა ძირითადი ფაზის პირველი აქტივობა. ბავშვებმა ტექსტი მოისმინეს, ახალი სიტყვები მონიშნეს და სპიკერებმა კი დაფაზე ჩამოწერეს, შემდეგ ადგილები გაცვალეს და მნიშვნელობები ზოგი იცოდნენ და ისე მიუწერეს, ზოგი მიამგვანეს, ზოგი კი კონტექსტით მიხვდნენ, ბოლოს კი 20 ახალი სიტყვიდან დარჩა 3-4  სიტყვა და ეს სიტყვები უკვე ყველამ მოინიშნა და ჩაიწერა მასწავლებლის დახმარებით.

შემდეგ გადავედით ჯგუფებში თემების განხილვაზე და რომ მეგონა 20 წუთი დასჭირდებოდათ ბავშვებს, 12 წუთში დაამთავრეს დავალება, თუმცა რადგანაც ერთი დაფა წინა დღეს ჩამოვარდა, ვეღარ დავაწერინე დაფაზე და პირდაპირ ფურცლებიდან იმსჯელეს. ამ დროს მივხვდი, რომ ზოგიერთი პასიური ბავშვი მსჯელობის მიღმა დარჩა და უკეთესი იქნებოდა სეგმენტური მატრიცა გამომეყენებინა.

დაკვირვების ობიექტი 2 მოსწავლიდან ერთი (მათე საცერაძე) აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის ყველა ფაზაში, თუმცა მეორე (ნიკა დარბაიძე) საწყის ეტაპზე უფრო აქტიურობდა, ვიდრე დანარჩენ ფაზებში და მივხვდი, რომ დიაგრამა მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა და გამბედაობაც არ ეყო, რომ შეკითხვები დაესვა, აუცილებლად უნდა ავუხსნა დიაგრამები და წავახალისო აქტიურობისთვის.

ბოლოს, მოსწავლეებს დავალება დაფაზე დავუწერე და ვთხოვე შეფასების ცხრილების ბოლო გრაფა ,,ვისწავლეშეევსოთ და ზარიც დაირეკა.

დასვენებაზე მომიწია განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების გაკეთება და აღრიცხვის გაკეთება. ამისთვის გეგმაში თურმე დრო არ გამითვალისწინებია.
ჩემთვის ასევე საინტერესო იყო ბავშვების ჩანაწერების წაკითხვა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტიც იყო და ბავშვები დაიბნენ, თუმცა მაინც მოაბეს თავი და  დაწერეს, რომ იცოდნენ სიტყვები, პერსონაჟები, წესიერი და არაწესიერი ზმნებიუნდოდათ ცოდნოდათ მეტი გრამატიკა, მეტი ინგლისური, მეტი სიტყვები და ისწავლეს ტექსტი, ახალი სიტყვები, ჯგუფში მუშაობა და დიაგრამის დახაზვა.

მიუხედავად იმისა, რომ 1 ივნისი იყო და ბევრი ბავშვი გვაკლდა, გაკვეთილი მაინც აქტიური, საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ბავშვებს მოეწონათ და მეც კმაყოფილი ვარ, მართალია ნაკლოვანებები გამოჩნდა რამაც დროის ლიმიტები აურდაურია, მაგრამ შედეგზე მაინც გავედი და ბავშვები მართლაც მსჯელობდნენ უდაბნოზე, დაკარგულ ქალაქებსა და უდაბნოში მცხოვრებ ადამიანებსა თუ ტურისტებზე.
ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში საორგანიზაციო საკითხებისთვის 3-4 წუთს გავითვალისწინებდი, ასევე მეტ მობილიზებას მოვახდენდი რესურსებზე (მაგალითად ფლიპჩარტები, პროექტორი)